ქაბულში გაერო-ს ავტომობილი აფეთქდა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში გაერო-ს ავტომობილი აფეთქდა. დაიღუპა ერთი ადამიანი. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა. დაშავებულია ხუთი ადამიანი.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნასრატ რაჰიმის ინფორმაციით,  აფეთქება, ქაბულის დროით, 06:20 საათზე მოხდა.