ქაბულში ორი მოსამართლე ქალი მოკლეს

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, შეიარაღებულმა პირებმა ორი ქალი მოსამართლე მოკლეს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს. 

გამოცემის ცნობით, სროლის შედეგად დაშავდა კიდევ ორი ადამიანი.

შემთხვევა ტაიმანის მიდამოში მოხდა. ბოევიკებმა ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, რომლითაც მოსამართლეები მგზავრობდნენ.