ქაიროს შემოგარენში 9 ექსტრემისტია ლიკვიდირებული

ქაიროს შემოგარენში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ეგვიპტის უსაფრთხოების ძალებმა 9 ექსტრემისტის ლიკვიდაცია მოახდინეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები.