კაიროში ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა

ეგვიპტის დედაქალაქში ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ჩამონგრეული შენობის პირველ სართულზე მაღაზიები და ვალუტის გაცვლითი ჯიხურებია განთავსებული.

სამაშველო სამსახურის განცხადებით, შენობის ნანგრევებიდან 18 ადამიანი ამოიყვანეს.

გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.