ქალბაჯარის შემდეგ, სომხები ყველაფერს აღდამშიც წვავენ - VIDEO

"ტერიტორიის დატოვებამდე, აღდამში უკანონოდ დასახლებული სომხები სახლებს და მაღაზიებს წვავენ", - ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია Sputnik Armenia-ზე დაყრდნობით იუწყება.

მამაკაცი, სახელად არმენი, ამბობს, რომ საკუთარ სასურსათო მაღაზიას და სახლს დაწვავს.

"მოგვცეს დრო, რომ ხვალამდე წავიდეთ. ყველაფრის წაღებას ვერ ვახერხებთ. ამიტომ უპრიანია, ყველაფერი დავწვათ. მე თურქებს არაფერს დავუტოვებ", - განაცხადა მან,

არმენის თქმით, სოფელ ბოიახმედლიში ის 10 წლის წინ დასახლდა.

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ სომხები სახლებს ქალბაჯარშიც წვავენ, რითიც გარემოს აზიანებენ.