კალიფორნიაში 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

აშშ გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, კალიფორნიაში 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ პლეზანტ-ჰილიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ერთ კილომეტრში, ზედაპირიდან 14,6 კილომეტრში მდებარეობდა.

ინფორმაცია ნგრევის ან დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.