კალიფორნიის 30-მდე ოლქი ელექტროენერგიის გარეშე დარჩება

აშშ-ს უმსხვილესი ელექტრომიმწოდებელი კომპანია Pacific Gas & Electric, რომელმაც მანამდე გაკოტრების შესახებ განაცხადა, კალიფორნიის შტატის 30-მდე ოლქში ელექტროენერგიის გათიშვისთვის ემზადება.

მასობრივი "ბლექ-აუტის" მიზეზად კომპანია უკიდურესად მშრალ ამინდს და ძლიერ ქარს ასახელებს, რამაც შესაძლოა შტატში ხანძრების გავრცელებას შეუწყოს ხელი.

ელექტროენერგია ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 04:30 მოხდება და 600.000 ადამიანზე მეტს შეეხება.