კალიფორნიაში ძლიერმა ქარმა სატვირთო მანქანები გადაატრიალა

კალიფორნიაში ძლიერმა ქარმა სატვირთო მანქანები გადაატრიალა. მანქანები სავალი ნაწილიდან გადავიდნენ და აქეთ-იქით მიმოიფანტნენ. ინციდენტი ერთ-ერთ მაგისტრალზე მოხდა.

შტატში რამდენიმე დღის განმავლობაში ქარის სიჩქარემ 30 მ/წმ-ს მიაღწია. სასწრაფო დახმარების სამსახურებმა მძღოლები უამინდობის შესახებ გააფრთხილა და მათ მოუწოდეს, რომ მგზავრობისგან თავი შეეკავებინათ.