კალიფორნიაში ეპიდემიის გამო 8 000 პატიმარს გაათავისუფლებენ

კალიფორნიის შტატის სასჯელაღსრულების, პრობაციისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტის აგვისტოს ბოლოს,  ახალი ტიპის კოროვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კიდევ 8 000 პატიმარს გაათავისუფლებს.

დეპარტამენტის განცხადებით, მიმდინარე წლის მარტის თვის შემდეგ, შტატ8ის ციხეებში პატიმართა რაოდენობა დაახლოებით 10 ათასი ადამიანით შემცირდა. აღნიშნული ზომები მიიღება პატიმრებისა და პერსონალის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 

პატიმრობიდან გათავისუფლდებიან ის პატიმრები, რომელთა პატიმრობის ვადაც ერთ წელიწადში ან უფრო ნაკლებ დროში იწურება. არ გაათავისუფლებენ იმ პატიმრებს, რომლების მსჯავრს იხდიან ოჯახში ძალადობის, ძალადობრივი დანაშაულის ან სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის.