კალიფორნიაში ხანძარს 4 400 მეხანძრე ებრძვის

აშშ-ში, კერძოდ კალიფორნიაში, კალდორის  ხანძრის ჩაქრობაში 4,400 მეხანძრე მონაწილეობს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა Twitter-ზე დაწერა.

ბაიდენის თქმით, ხანძრის შედეგადდამწვარია 80 000 ჰექტარზე მეტი მიწა.

თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ გუშინ კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადა.

კალიფორნიაში ხანძრის საშიშროების დღეს ყველა ეროვნული პარკი დაიხურა ვიზიტორებისთვის.

მოგეხსენებათ, წელს კალიფორნიაში, ხანძრის სწრაფი გავრცელების გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.