კალიფორნიაში მიწისძვრა მოხდა

აშშ-ის კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესთან ახლოს 4,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ ლოს-ანჯელესიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 33 კილომეტრში, 7,9 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება. ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა.