კალიფორნიაში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა

კალიფორნიაში, ქალაქ კორონას აეროდრომის ტერიტორიაზე მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. მაშველების ინფორმაციით, მიწასთან შეჯახების დროს საჰაერო ხომალდს ცეცხლი გაუჩნდა.

აეროდრომი დროებით დახურულია. მიმდინარეობს გამოძიება.