კალიფორნიაში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

კალიფორნიის შტატში, საკრამენტოში სროლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ CNN იუწყება.

გამოცემის ცნობით, ინციდენტი ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა. ერთ-ერთი დაშავებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიცია დანაშაულის ადგილზე მუშაობას განაგრძობს. ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ.