კალიფორნიის შტატში თავდამსხმელმა ავტობუსში ცეცხლი გახსნა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, ავტობუსში, რომელიც საქალაქთაშორისო სატრანსპორტო კომპანია Greyhound-ს ეკუთვნის თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა. ამის შესახებ გამოცემა Metro წერს. 

კალიფორნიის საგზაო პატრულის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთი ქალი გარდაიცვალა და 5 ადამიანი დაშავდა. ავტობუსი ლოს-ანჯელესიდან სან-ფრანცისკოს მიმართულებით მოძრაობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ავტობუსიდან გაიქცა და იარაღი ადგილზე მიატოვა. ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. 

ავტობუსში 40 მგზავრი იმყოფებოდა. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.