ქალის გაუპატიურებაში 4 ბრალდებული პოლიციამ შემთხვევის ადგილას მოკლა

ინდოეთში, ჰაიდარაბადში, პოლიციამ, 4 ბრალდებული, რომლებსაც ვეტერინარი ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ, შემთხვევის ადგილას მოკლა. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილები დანაშაულის ადგილას მიიყვანეს, სადაც მომხდარის რეკონსტრუქციას ცდილობდნენ. დაკავებულებმა იარაღის წართმევა და გაქცევა სცადეს, რა დროსაც, სამართალდამცავებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. ოთხივე ეჭვმიტანილი ადგილზე დაიღუპა.

ვეტერინარი ქალის გაუპატიურების შემდეგ ჰაიდარაბადის ქუჩაში ათასობით მოქალაქე გამოვიდა და დამნაშავეების სასტიკად დასჯას ითხოვდა.