კამბოჯის ჯუნგლებში იდუმალი ქალაქი აღმოაჩინეს

არქეოლოგთა საერთაშორისო ჯგუფმა კამბოჯის ჯუნგლებში იდუმალი ქალაქი მახენდრაპარვატა აღმოაჩინა, რომელიც კხმერის მძლავრი იმპერიის დედაქალაქად ითვლებოდა.

არქეოლოგების თქმით, სწორედ აქედან გადაიტანეს დედაქალაქი ანკგორში, რომელიც იმპერიის ცენტრი IX-XV საუკუნეებში იყო.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მახენდრაპარვატა IX საუკუნეში დაარსდა, XV-ში კი არსებობა შეწყვიტა.

ქალაქის აღმოჩენა ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად გახდა შესაძლებელი. ამჟამად მკვლევარები ტერიტორიის დეტალურ რუკაზე მუშაობენ.