კამჩატკაზე ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ცხედრები იპოვეს

კამჩატკაზე მაშველებმა ავიაკატასტროფაში დაღუპულთა 9 ცხედარი აღმოაჩინეს.ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ამჟამად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

თვითმფრინავი, რომელიც პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან მოფრინავდა, რადარებიდან 6 ივლისს გაქრა, როდესაც სოფელ პალანასთან დაშვებისთვის ემზადებოდა. ბორტზე 28 ადამიანი იმყოფებოდა: ეკიპაჟის ექვსი წევრი და 22 მგზავრი, მათ შორის ბავშვი. ყველა მათგანი, წინასწარი მონაცემებით, გარდაიცვალა.