კამერამ დელფინების შთამბეჭდავი მარათონი დააფიქსირა

BBC ავრცელებს კადრებს, სადაც სამხრეთ კალიფორნიაში, დანა ფოინთთან ახლოს, დელფინების მარათონია აღბეჭდილი. ვიდეო ვეშაპებზე დამკვირვებელმა გადაიღო.

კადრებში კარგად ჩანს 300-მდე დელფინის რბოლა წყნარ ოკეანეში. დელფინები ისეთი სისწრაფით მიცურავენ, თითქოს მიფრინავენ და კარგად თუ დააკვირდები, დაინახავ, რომ ისინი გაცილებით მეტ დროს ატარებენ ჰაერში, ვიდრე წყალში, ამბობს ვიდეოს აღფრთოვანებული ავტორი.