კანადამ Johnson&Johnson's-ის ვაქცინა დაამტკიცა

კანადის მთავრობამ Johnson&Johnson's-ის მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა. ქვეყანამ ვაქცინის 10 მილიონი დოზა უკვე შეუკვეთა.

კანადაში ვაქცინას 18 წელს გადაცილებული ადამიანების ასაცრელად გამოიყენებენ.

Johnson&Johnson's-ის მიერ შემუშავებული პრეპარატი ვექტორული ვაქცინაა, რომელიც ადენოვირუსზეა დაფუძნებული. სხვა ვაქცინებისაგან განსხვავებით, ვაქცინაციისათვის, ერთი დოზაც კი საკმარისია.  

კვლევებმა, რომელშიც 44 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, აჩვენა, რომ Johnson&Johnson's-ის ვაქცინის ეფექტურობა 66%-ს შეადგენს.