კანადაში 5,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

კანადის დასავლეთით 5,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური კვლევის ცენტი ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი ალბერტის პროვინციის სოფელ გრანდ კაშის სამხრეთ-დასავლეთით 29 კილომეტრის მოშორებით,  9,1 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობს.

ამ დროისათვის, სავარაუდო მსხვერპლის ან ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.