კანადაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 45 ათასს აჭარბებს

კანადაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 978 შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში ქვეყანაში ინფიცირების 45 341 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ კანადის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, COVID-19-ს 2465 ადამიანი ემსსვერპლა, მათ შორის, 115 პაციენტი გარდაიცვალა ბოლო 24 საათში.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კვებეკის (23 267) და ონტარიოს (13 995) პროვინციებში ფიქსირდება.