კანადაში პოლიციასთან შეიარაღებული დაპირისპირებისას ბავშვი დაიღუპა


კანადაში, ონტარიოს პროვინციაში პოლიციასთან შეიარაღებული დაპირისპირებისას ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. შემთხვევა ქალაქ კავარტა-ლეიქსში მოხდა. შეიარაღებულმა მამაკაცმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. საპასუხო სროლის დროს ბავშვი დაიღუპა. მძიმედ დაჭრილია ასევე ერთი პოლიციელი და თავად თავდამსხმელი, რომელიც სამართალდამცავებმა დააკავეს. სხვა დეტალები უცნობია

მიმდინარეობს გამოძიება.