კანადის აეროპორტში სროლა მოხდა, არის მსხვერპლი

კანადაში, ვანკუვერის აეროპორტის მთავარ ტერმინალთან უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ CBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებული არ არის და სამართალდამცავები რამდენიმე ეჭვმიტანილს ეძებენ.

ვანკუვერის აეროპორტის ოფიციალური პირების განცხადებით, ამ დროისთვის აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.