კანადაში ,,მოდერნას" ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცეს

კანადაში „მოდერნას“ ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. 

სააგენტოს ცნობით, კანადა 2020 წლის ბოლომდე „მოდერნას“ 168 000-მდე დოზას მიიღებს.

31 იანვრისთვის კი „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინების 1,2 მილიონი დოზა ექნება.

როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ბრიფინგზე განაცხადა, ბნელი ზამთრის შემდეგ გაზაფხული მოდის და უკეთესი დღეები წინ არის. 

კანადაში ამჟამად კორონავირუსის მეორე ტალღაა.