კანარის კუნძულებთან 5 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს

კანარის კუნძულებთან ესპანეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურების თანამშრომლებმა ხუთი მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს. ადგილზე სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს.

მიგრანტების ნავი სანსაროტეს სანაპიროებთან აფრიკიდან მიემართებოდა. მაშველების თქმით, 4 მიგრანტი გადარჩენილია. მათ პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

მაშველები ვარაუდობენ, რომ ნავში კიდევ ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებსაც ამჟამად ეძებენ.