კანიე უესტის სპორტული ფეხსაცმელი 1,8 მილიონ დოლარად გაიყიდა

ამერიკელი რეპერის, კანიე უესტის სპორტული ფეხსაცმელი ჰონგ კონგში გამართულ კერძო აუქციონზე 1,8 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია Twitter-ზე ვრცელდება.

შავი ფერის ტყავის სპორტული ფეხსაცმელი Nike Innovation Kitchen-მა შექმნა 2008 წელს, რომელშიც რეპერი გრემის ცერემონიალზე გამოჩნდა.  

”ამ ფეხსაცმელმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა ფასის მიხედვით”, - განაცხადა Sotheby-იმ.

სპორტული ფეხსაცმელი პლატფორმმა Rares-მა შეიძინა, რომელიც იშვიათ სპორტულ ფეხსაცმელებს აგროვებს.