კარანტინი აზერბაიჯანში აგვისტომდე გაგრძელდება

საგანგებო საკარანტინო რეჟიმი აზერბაიჯანში 1 აგვისტომდე გაგრძელდება. გადაწყვეტლება COVID -19 -თან დაკავშირებულ  რთულ ეპიდსიტუაციას უკავშირდება. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობა 11 329-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიულ შტაბი ავრცელებს.