კარიბის ზღვის კუნძულებზე ტროპიკულმა შტორმმა "ლორა" 24 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სტიქიამ ყველაზე მეტად ჰაიტი დააზარალა, სადაც სულ მცირე 21 ადამიანი გარდაიცვალა. დაზიანებულია სახლები, ელექტროენერგიის მოწოდება შეფერხებით მიმდინარეობს.
დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში წყალდიდობა იყო, დატბორილია ქუჩები და გზები.
198 ოჯახი უსახლკაროდ არის დარჩენილი, ხუთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.