ქარიშხალი დორიანი“ პირველ კატეგორიამდე შესუსტდა

აშშ-ს მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ქარიშხალი „დორიანი“ პირველ კატეგორიამდე შესუსტდა. ამჟამად ის ჩრდილოეთ კაროლინას შტატში მძვინვარებს.

ქარიშხლების მაიამის ნაციონალური ცენტრის ცნობით, ქარის სიჩქარე ამჟამად 100 1 მლ/სთ აღწევს.

„უახლოესი დღეების განმავლობაში შესუსტებაა მოსალოდნელი, თუმცა „დორიანი“ მძლავრ ქარიშხლად ჯერ კიდევ რჩება და ჩრდილოეთ კაროლინას სანაპიროს ტერიტორიაზე გადაადგილდება“, - აცხადებენ ცენტრში.

სტიქიამ ყველაზე მეტად ბაჰამების კუნძული დააზიანა. ბოლო ინფორმაციით, 20 ადამიანი დაიღუპა, 13 ათასი შენობა დაზიანდა ან დაინგრა, გზები ჩაიხერგა. აეროპორტების ძირითადი ნაწილი პარალიზებულია.