ქარიშხალი "ლორენცო" აზორის კუნძულებს უახლოვდება

ქარიშხალი "ლორენცი" ატლანტის ოკეანეში პორტუგალიის რეგიონს, აზორის კუნძულებს უახლოვდება. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ს ქარიშხლების მეთვალყურეობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

"მოსალოდნელია, რომ ქარიხშალი აზორის კუნძულების რამდენიმე ნაწილს ოთხშაბათს დილით დაატყდება თავს", - ნათქვამია განცხადებაში.

ქარის სიჩქარე ამჟამად 169 კმ/სთ-ს შეადგენს.