კასპიის ზღვაში მიწისძვრა მოხდა

კასპიის ზღვაში 3.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. 

აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სეისმოლოგიური სამსახურის რესპუბლიკური ცენტრის განცხადებით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 00:43 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ზღვაში 20 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობს.