კასპიის ზღვაში მიწისძვრა მოხდა

კასპიის ზღვაში მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სეისმოლოგიური სამსახურის რესპუბლიკურ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიწისძვრის მაგნიტუდა 3 იყო.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.