კატა ციხეში ნარკოტიკების შეტანის დროს დაიჭირეს

პანამის ციხეში, ნარკოტიკების შეტანისას თეთრი, ფუმფულა კატა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას Nypost ავრცელებს.

კატას კისერზე მიბმული ჰქონდა პატარა ჩანთა რომელშიც სავარაუდოდ კოკაინი და მარიხუანა ინახებოდა. ის ნუევა ესპერანცას ციხეში შეღწევას ცდილობდა, რა დროსაც დაცვამ შეამჩნია და დაიჭირეს.

ადგილობრივი პროკურორების განცხადებით, ცხოველების გამოყენებით ნუევა ესპერანცას დაწესებულებაში არალეგალური ნივთიერებების შეტანასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. 

რაც შეეხება, "კრიმინალ" კატას, მას შინაურ ცხოველეთა თავშესაფარში წაიყვანენ.