კატალონიაში 200 000 ადამიანი კარანტინშია მოთავსებული

კატალონიაში, კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე, 200 000 ადამიანი იზოლაციაშია. ამის შესახებ Reuters იუწყება.

გამოცემის ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში სეგრიას რაიონში კორონავირუსის შემთხვევები სწრაფად იზრდება, სწორედ ამიტომ რეგიონის მაცხოვრებლებს მისი დატოვება დღეს 12:00 საათიდან შეეზღუდებათ.

ნებადართულია გადაადგილება სამუშაო დანიშნულებით, თუმცა დასაქმებულებს სპეციალური სერთიფიკატის წარდგენა მოუწევთ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში სეგრიას რეგიონში საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 21 ადამიანი გადაიყვანეს.