კატალონიაში ნავთობქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა - VIDEO

კატალონიაში, ნავთობქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა. არიან დაშავებულები. მათი რაოდენობა ჯერ უცნობია. ინციდენტი კომპანია „ბასფის“ კუთვნილ საწარმოში, ტარაგონის პროვინციაში მოხდა. აფეთქების შემდეგ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.

ადგილობრივმა მთავრობამ ქარხნის სიახლოვეს მცხოვრებ მოქალაქეებს ურჩია, გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ და ფანჯრები დახურონ.