კატების სისხლში ადამიანისთვის საშიში ვირუსი იპოვეს

ტენესის უნივერსიტეტის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ აშშ-ში, შინაური კატების სისხლის ნიმუშებში, რომლებიც პანდემიამდე გაცილებით დიდი ხნით ადრე აიღეს, SARS-CoV-2-ის დომენის რეცეპტორების წინააღმდეგ ანტისხეულები აღმოაჩინეს.

მეცნიერების თქმით, ეს შეიძლება აიხსნას მხოლოდ იმით, რომ ცხოველები კონტაქტში სხვა ვირუსთან იყვნენ, რომლის ცილა COVID-19-ის გამომწვევი აგენტის მსგავს ცილას იმდენად ჰგავს, რომ ორგანიზმში კროს-რეაქტიული ანტისხეულების გამოყოფას იწვევს.

მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ადამიანისთვის პოტენციურად საშიში ვირუსი ამჟამად ამერიკული კატების პოპულაციაში ცირკულირებს.