კატმანდუში ავტობუსის კატასტროფას 17 ადამიანი ემსხვერპლა

ნეპალში, ხალხით გადატვირთული ავტობუსი, რომელსაც მგზავრები მთაში გადაჰყავდა, გზიდან გადავიდა და 20 მეტრის სიმაღლიდან, მდინარე სუნკოშიში გადავარდა. ავარიის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. 21 დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ნეპალელები დღესასწაულიდან ბრუნდებოდნენ, როდესაც ავტობუსს ტექნიკური პრობლემა შექმნა და მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა. შემთხვევა დედაქალაქ კატმანდუდან 120 კილომეტრში მოხდა.