კაცმა 80 წლის დედა გააუპატიურა და დაიმალა - PHOTO

სამართალდამცავებმა ჩილეში, ქალაქ ელ-ალამოში 56 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მიწაში, კანალიზაციის გამფილტრავ რეზერვუარში იმალებოდა. პოლიციელები ადგილზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც მათ განყოფილებაში 80 წლის ქალის ზარი შევიდა.

ქალი იტყობინებოდა, მისი შვილი სახლში ნასვამი მივიდა, მოხუც დედას თავს დაესხა, სცემა და გააუპატიურა. საშინელი დანაშაულის შემდეგ 56 წლის მამაკაცი დაიმალა. კარგა ხნის ძებნის შემდეგ პოლიციამ იგი, ეზოში, მიწაში ღრმად ჩაფლული კანალიზაციის სისტემის რეზერვუარში აღმოაჩინა. დამნაშავის მიწის სიღმიდან ამოსაყვანად პოლიციას რეზერვუარში თოკით ჩასვლა დასჭირდა.

მამაკაცს სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დამნაშავეს კრიმინალური წარსული და რამდენიმე ნასამართლეობა ჰქონდა. სხვა დეტალები პოლიციას არ გაუსაჯაროებია. მიმდინარეობს გამოძიება.