კაცმა საბავშვო ბაღში 18 ბავშვი და მასწავლებელი დაჭრა

ჩინეთში ცივი იარაღით შეიარაღებული პირი საბავშვო ბაღში შეიჭრა და 16 ბავშვი და 2 მასწავლებელი დაჭრა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი მცირეწლოვნის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა გუანსი-ჩჟუანის ავტონომიურ ოლქში, ქალაქ ბეილიუში მოხდა.

სამართალდამცავებმა მოძალადე უკვე დააკავეს. თავდასხმის მიზეზები და რითი იყო შეიარაღებული თავდამსხმელი უცნობია.