კაცმა თევზაობისას დაჭერილი ნიანგი სახლში წაიყვანა - PHOTO

ასეთი რამე მხოლოდ ავსტრალიაში შეიძლება მოხდეს. ადგილობრივმა მკვიდრმა ქვინსლენდის შტატში წყალსაცავზე თევზაობის დროს უზარმაზარი ნიანგი დაიჭირა. საშიში რეპტილია, რომლის სიგრძე 1,7 მეტრი იყო, მეთევზემ ცოტა ხანს თავის ნავში გააჩერა, შემდეგ კი სახლში წაიყვანა.

მამაკაცმა გარემოს დაცვის დეპარტამენტს დაურეკა და მომხდარის შესახებ შეატყობინა. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ნიანგი ადგილობრივ ზოოპარკში, შემდეგ კი ბლუმბსბერის ველური ცხოველების ფერმაში გადაიყვანეს, სადაც თავს მშვენივრად გრძნობს.

გარემოს დაცვის დეპარტამენტი მოსახლეობას მკაცრად აფრთხილებს, რომ თავი შეიკავონ ნიანგებთან მიახლოებისგან და მითუმეტეს მათთან კონტაქტისგან. საფრთხის მოახლოებისას ისინი განსაკუთრებით საშიშები ხდებიან.

ნიანგის მოკვლა ავსტრალიაში 30 000-ზე მეტი დოლარით ჯარიმდება.