კაცობრიობა, შესაძლოა, ბანანის გარეშე დარჩეს

კაცობრიობა, შესაძლოა, ბანანის გარეშე დარჩეს. ამის შესახებ ინფორმაციას Die Welt ავრცელებს.

დაავადებამ, სახელწოდებით Tropical Race 4 (TR4), ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში აქტიურად დაიწყო გავრცელება აზიისა და ავსტრალიის ტერიტორიაზე.  2019 წელს ის პირველად დააფიქსირეს ჩრდილოეთ ამერიკაშიც. სწორედ ჩრდილოეთ ამერიკიდან მარაგდება მსოფლიოს უმეტესი ნაწილი ბანანით.  

მარკეტინგული კომპანია AMI-ის ექსპერტების თქმით, კოლუმბიასა და ჰონდურასში პირველი პლანტაციები უკვე დაიხურა. აღსანიშნავია, რომ დაავადება ქიმიკატების დახმარებით არ იკურნება და ამის გამო აუცილებელია ხეების ნიადაგიდან ამოღება მინიმუმ 30-40 წლით.

დაავადების ნიადაგში მცირე რაოდენობით დარჩენის შემთხვევაშიც კი პლანტაციები, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს. 

ამასთან, სპეციალისტების თქმით, დაავადება სწრაფად ვრცელდება იმ სახეობებში, რომლებსაც ერთმანეთის მსგავსი გენები აქვთ.