ქეით მიდლტონმა საახალწლო კონცერტზე ფორტეპიანოზე დაუკრა - VIDEO

კემბრიჯის პრინცესა, პრინც უილიამის მეუღლე ქეით მიდლტონი საზოგადოების წინაშე პირველად ფორტეპიანოზე დაკვრით გამოჩნდა. საახალწლო კონცერტზე, სადაც შეკრებილ აუდიტორიას ცნობილ ვარსკვლავები საშობაო სიმღერებს სთავაზობდნენ, მომღერალ ტომ უოლკერთან ერთად ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელიც შეუერთდა, რომელმაც ფორტეპიანოზე მასთან ერთად დაუკრა. 

წარმოდგენა ITV-ს ეთერში გავიდა.  კონცერტზე შემოსული თანხა Covid პანდემიით დაზარალებულებს გადაეცა.