კენიაში ავტობუსზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

კენიაში ტერორისტული დაჯგუფება "ალ-შაბააბის" წევრები ავტობუსს დაესხნენ თავს. სამი ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი Citizen TV Kenya ავრცელებს.

ავტობუსი კენიის დედაქალაქში, ნაირობიში მიემგზავრებოდა. თავდასხმა მანდერას ოლქში, სომალისთან საზღვარზე მოხდა.

ტელეარხის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ავტობუსის მძღოლია. მგზავრთა დიდმა ნაწილმა გაქცევა მოახერხა.