კენიაში ჩაის წარმოებას საფრთხე ემუქრება

მსოფლიოში ჩაის უდიდეს მწარმოებელ ქვეყანას კენიას კლიმატის ცვლილება შავი ჩაის წარმოებას საფრთხეს უქმნის. ინფორმაციას ამის შესახებ France24 ავრცელებს.

საქველმოქმედო ორგანიზაციის Christian Aid-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კენიაში ჩაის წარმოება, შესაძლოა 2050 წლისთვის მეოთხედით შემცირდეს.

ჩაის მწარმოებელი სხვა ქვეყნები, როგორიცაა ინდოეთი, შრი-ლანკა და ჩინეთი, ასევე დაზარალდებიან ტემპერატურის მატებით და არაპროგნოზირებადი ამინდის პირობებით.

მკვლევარების თქმით, კლიმატის ცვლილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩაის გემოსა და სუნზე.