კენიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნას 10 სამხედრო ემსხვერპლა

კენიაში სამხედრო-საჰაერო ძალების ვერტმფრენის ავარიული დაშვების შედეგად, სულ მცირე, 10 სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით გამოცემა Daily Nation ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, კიდევ 13 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ვერტმფრენი ნაირობის სამხრეთით მიმდინარე წვრთნებში მონაწილეობდა. ავიაკატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.