კენტუკიში შტორმს სულ ცოტა 50 ადამიანი ემსხვერპლა

სულ ცოტა50 ადამიანი ემსხვერპლა ტორნადოს, რომელიც კენტუკიში დატრიალდა. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ენდიბეშერმა განაცხადა. 

მისი თქმით, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. სტიქიის ცენტრად გრეივსის საგრაფო იქცა. 

ქალაქ მეიფილდში აქამდე მსგავსი სიძლიერის სტიქიური უბედურება აღწერილი არ ყოფილა. ტორნადო ტერიტორიას ღამის საათებში დაატყდა თავს. ის შტორმების სეზონის გაგრძელებაა, რომელიც ცენტრალურ ამერიკაში ბოლო პერიოდია მიმდინარეობს.