ხაბიბ ნურმაგომედოვის კოვიდინფიცირებული მამა გარდაიცვალა

UFC-ის მებრძოლის ჰაბიბ ნურმაგომედოვის მამა, აბდულმანაპ ნურმაგომედოვი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ "ტელეგრამში" ჩეჩნეთის პრეზიდენტი, რამზან კადიროვი წერს.

აბდულმანაპ ნურმაგომედოვი საავადმყოფოში 25 აპრილს მოათავსეს. 18 მაისს მას COVID-19 დაუდასტურდა.

ავადმყოფობას გულის პრობლემები და ინსულტი ართულებდა. 18 ივნისს ხაბიბის მწვრთნელმა განაცხადა, რომ ნურმაგომედოვის მამამ კორონავირუსი დაამარცხა.