ხარკოვში მოხუცთა თავშესაფარში ხანძარმა 15 ადამიანი იმსხვერპლა

უკრაინაში, ხარკოვში მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილმა ხანძარმა 15 ადამიანი იმსხვერპლა. 5 ადამიანი დაშავდა.

ხანძარმა 100 კვ.მ. ფართობი გაანადგურა.

ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში 28 მაშველი და შვიდი ერთეული ტექნიკა იყო ჩართული.

აალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.