ხავიმ კორონავირუსთან საბრძოლველად საავადმყოფოს 1 მილიონი ევრო შესწირა

"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ხავი ერნანდესმა ახალი ტიპის კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, ბარსელონის ერთ-ერთ საავადმყოფოს 1 მილიონი ევრო შესწირა. ამის შესახებ განცხადებას კლინიკის ადმინისტრაცია Twitter- ზე ავრცელებს. 

მანამდე, COVID-19-ის ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ერთი მილიონი ევროს ოდენობით შემოწირულობა გაიღეს "ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ და "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ.

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 124 736-ს მიაღწია. გარდაცვლილია 11 744 ადამიანი.