ხიდის ჩანგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიაში, კუნძულ სუმატრაზე, მდინარეზე საფეხმავლო ხიდის ჩანგრევის შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა და ერთი დაკარგულად ითვლება.

ხიდის დაზიანება ძლიერმა წვიმებმა და წყალდიდობა, გამოიწვია. ტრაგედიის დროს ხიდზე 30 ადამიანი იმყოფებოდა. დაკარგულების სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.